loader

ბარათაშვილის ხიდთან ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარათაშვილის ხიდთან ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო დახმარების ბრიგადა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურები.

ავტომანქანებში სულ ხუთი მოქალაქე იმყოფებოდა. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი გოგონა, რომელიც შოკურ მდგომარეობაშია და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტოავარია "მაზდას" ტიპის ავტომანქანის მოცურებამ გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე