loader

ქუთაისის ციხეში 16 წლის პატიმარი გარდაიცვალა - სუბარის კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის ციხეში 16 წლის პატიმარი გარდაიცვალა - სუბარის კომენტარი

ქუთაისის #2 საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი გარდაიცვალა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა საპატიმროში 24 საათის შეყვანილი იყო.

როგორც მინისტრმა განმარტა, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი საპატიმროში მეორედ მოხვდა. მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ეს არის სუიციდი.

სასჯელაღსრულების მინისტრი არ გამორიცხავს, რომ არასრულწლოვანს ვინმესთან უთანხმოება ჰქონდა და ამიტომ საკანში მარტო ყოფნა მოითხოვა. სოზარ სუბარის თქმით, პატიმარმა შესაბამისი განცხადებაც დაწერა და საკანში მარტო იმყოფებოდა.

ქუთაისის საპატიმროში გარდაცვლილი 16 წლის გოგი ძველაიას ოჯახის წევრების განცხადებით კი, არასრულწლოვანს პრობლემები ე.წ. ციხის მაყურებელთან ჰქონდა და შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზი ეს დაპირისპირება გამხდარიყო.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე