loader

ერთიანი საქართველო სტუდენტების ცოცხალი ჯაჭვით - პროტესტი "მცოცავ ოკუპაციას" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთიანი საქართველო სტუდენტების ცოცხალი ჯაჭვით - პროტესტი "მცოცავ ოკუპაციას"

თსუ-ს სტუდენტებმა პირველი კორპუსის ეზოში აქცია გამართეს და "მცოცავი ოკუპაცია" გააპროტესტეს. სტუდენტების თქმით, ისინი არ შეეგუებიან ოკუპანტის მიერ ქვეყნის ტერიტორიების მიტაცებას. ახალგაზრდებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, ოკუპანტები დღითიდღე უფრო მეტ ტერიტორიას იტაცებენ.

სტუდენტების თქმით, მათ დვანში წასვლა ვერ მოახერხეს და ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტი სწორედ ამიტომ გამოთქვეს სიმბოლური აქციით. მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ერთიანი საქართველოს რუკა ამ გზით გამოსახეს.

სტუდენტებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით: "არა ოკუპაციას", "მშვიდობა საქართველოში" და "სტუდენტები ერთიანი საქართველოსთვის". აქციის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფი "თსუ-ს სტუდენტური საზოგადოება" იყო.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე