loader

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე პეტიცია მომზადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე პეტიცია მომზადდა

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე საქართველოს მოქალაქეების მიერ პეტიცია მომზადდა. პეტიციაში მოქალაქეები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვსა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანს მიმართავენ და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ პეტიციას, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა, ხელს უკვე აწერენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები (ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი; ნინო ლომჯარია, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი; ეკა როსტომაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"; ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტების მენეჯერი; ზურაბ გველესიანი, იურისტი;). ხელმოწერები გრძელდება და ყველა მოქალაქეს, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას ემხრობა, შეუძლია, პეტიციის ქვემოთ მოცემულ შესაბამის ველში საკუთარი პოზიცია ხელმოწერით დააფიქსიროს.

იხილეთ პეტიციის ბმული

იხილეთ ვიდეო ინგლისურად