loader

"მიხარია, რომ სურინამის სოფლებში ბავშვები ჩვენ კომპიუტერებს იყენებენ" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიხარია, რომ სურინამის სოფლებში ბავშვები ჩვენ კომპიუტერებს იყენებენ" - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში სურინამის დელეგაცია მიიღო. სამხრეთ ამერიკის პატარა ქვეყნის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტმა სურინამსა და საქართველოს შორის არსებულ დიპლომატიურ და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურინამმა გამოთქვა სურვილი საქართველოს რეფორმების შესწავლის: "საქართველო ხდება დიდი საერთაშორისო მოთამაშე. ჩვენ გვაქვს ამბიცია მსოფლიო მასშტაბით, ვინაიდან მსოფლიოს პირველი რეფორმატორები ვართ, ვიპოვოთ ბევრი პარტნიორი, ისეთი მეგობრული, განვითარებადი ქვეყნების სახით, როგორიც სურინამია" - განაცხადა სააკაშვილმა.