loader

"საბას" მოვაჭრეები ფინანსთა მინისტრს პირობის შესრულებას სთხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საბას" მოვაჭრეები ფინანსთა მინისტრს პირობის შესრულებას სთხოვენ

სავაჭრო ცენტ "საბაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ფინანსთა სამინისტოს წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრისგან იმ პირობის შესრულებას ითხოვდნენ, რომელიც ბანკებისგან გრძელვადიანი კრედიტების გამოყოფას გულისხმობდა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ქეთევან ბახტაძის განცხადებით, ხანძრის შედეგად დაზარალებულები ფინანსთა მინისტრს რამდენჯერმე შეხვდნენ და მისგან დახმარების შესახებ დაპირებაც მიიღეს, თუმცა არც ერთი დაპირება არ შესრულებულა. მისივე თქმით, ბანკებმა მათ კრედიტების გადავადებაზე უარი უთხრეს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

აქციის მონაწილეებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი შეხვდა. მისი თქმით, სამინისტროს წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ დაზარალებულებს და შეასრულეს მათი მოთხოვნები წლიური დეკლარაციების გადავადებასთან დაკავშირებით.