loader

ზურაბ ადეიშვილზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უხერხული კითხვების მოსმენა მოუხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ ადეიშვილზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უხერხული კითხვების მოსმენა მოუხდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უნგრეთში ზურაბ ადეიშვილის ყოფნასთან დაკავშირებით მოუწია კითხვაზე პასუხის გაცემა. შეკითხვით ვიქტორ ორბანს, ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას, Chatham House-ის ინსტიტუტის წევრმა სულხან ხაბაძემ მიმართა, რომელიც რამდენიმე წელია, ლონდონში ცხოვრობს.

ხაბაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს კითხვის დასმისას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის და იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე ქვეყნიდან გაიქცა, სისხლის სამართლის საქმე ოთხი პუნქტით - მათ შორის, მძიმე დანაშაულებზე არის აღძრული.

ხაბაძემ ვიქტორ ორბანს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დასკვნაც წარუდგინა, რა დროსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მას მოუწოდა, პირდაპირ კითხვის დასმაზე გადასულიყო, თუმცა შეკითხვის ავტორმა მაინც გააგრძელა ორბანისთვის ზურაბ ადეიშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ვიქტორ ორბანმა მისი მისამართით დასმულ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ Chatham House-ში სიტყვიერი კინკლაობისთვის არ იყო მისული.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად georgianews.ge-ზე