loader

"კამეჩებს კი არა, სამართალს ვეძებ" - მოქალაქე იუსტიციის სამინისტროსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კამეჩებს კი არა, სამართალს ვეძებ" - მოქალაქე იუსტიციის სამინისტროსთან

ჭალადიდელი რევაზ მიქავა მესამე დღეა, თეა წულუკიანთან შეხვედრის მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს. მიქავა 2000-01 წლებში თავისი კამეჩების ორჯერ მოპარვის საქმის გამოძიებას ითხოვს. როგორც დაკარგული პირუტყვის პატრონი ამბობს, ის კამეჩებს კი არა, სამართლიანობას ეძებს. მიქავასთან ერთად იუსტიციის სამინისტროსთან მისი დიშვილიც დგას.

მიქავა კამეჩების მეორედ მოპარვაში ხელს ვახტანგ სართანიას ადებს. როგორც ის აცხადებს, სართანია პროკურატურაში მაშინაც მუშაობდა, ახლაც მუშაობს და სწორედ მისი დავალებით მოპარეს კამეჩები. მისივე თქმით, სართანია კამეჩების საქმის მიჩქმალვას ცდილობს.

"კამეჩების მოპარვაში ხელს პოლიციის უფროსს და პროკურორ ვახტანგ სართანიას ვადებ. თეა წულუკიანისგან მოვითხოვ მიღებას. ასევე, მოვითხოვ, რომ ვახტანგ სართანია, რომელმაც დამალა დანაშაული და რომელსაც ვადებ ხელს კამეჩების მოპარვაში, გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან. არც კამეჩებს მოვითხოვ, არც ფულს. არ უნდა მუშაობდეს ის კაცი თანამდებობაზე, რომელმაც მე ამ კამეჩების გამო ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდო", - აღნიშნა მიქავამ.