loader

"ოცნებისთვის" ხმის მიმცემი აღარ ვარ" - დაპირისპირება ბათუმში ეკომიგრანტებსა და ბარაკებში მცხოვრებლებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოცნებისთვის" ხმის მიმცემი აღარ ვარ" - დაპირისპირება ბათუმში ეკომიგრანტებსა და ბარაკებში მცხოვრებლებს შორის

ბათუმთან ახლოს, ე.წ. ბენზეს დასახლებაში, ეკომიგრანტები და ბარაკებში მცხოვრებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი პირები ე.წ. ბენზეს დასახლებაში ახლად აშენებულ ორ საცხოვრებელ კორპუსში თვითნებურად შეიჭრნენ და ფართების დაკავება სცადეს.

როგორც ისინი აცხადებენ, მათ წასასვლელი არსად აქვთ და კოალიცია "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ იმედი გაუცრუა. 

შენობის გარშემო შეკრებილი ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობა კი პროტესტს გამოთქვამს ეკომიგრანტებისა და სოციალურად დაუცველი პირების შენობაში შეჭრის გამო. ბარაკებში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ აღნიშნული ორი კორპუსი მათთვის აშენდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი უნდა შესახლებულიყვნენ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ განმარტა, აღნიშნული კორპუსები ქობულეთსა და ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის აშენდა. მისივე თქმით, თუკი იქნება კანონდარღვევა, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს.