loader

პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დევნილი ქალბატონისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ არაზუსტი აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დევნილი ქალბატონისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ არაზუსტი აღმოჩნდა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ციალა მაისურაძეს სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა მას შემდეგ მიაკითხეს, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ თელიანში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა დევნილთა კომპაქტური დასახლება მოინახულა, სადაც ამჟამად 58 ოჯახი ცხოვრობს.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი ამავე დასახლებაში მცხოვრებ, 2008 წელს ერედვიდან დევნილ ციალა მაისურაძეს ესტუმრა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონი, რომელსაც ცალი ხელი არ აქვს, აცხადებდა, რომ სოციალური დახმარება მას შემდეგ მოუხსნეს, რაც მის სახლში სარეცხის მანქანა აღმოაჩინეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქალბატონის საბუთების გადამოწმებისას კი აღმოჩნდა, რომ ციალა მაისურაძეს გარკვეული ვალდებულებები ჰქონია ბანკთან, რომელიც მას ანგარიშიდან თანხას ავტომატურად აჭრიდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ "ფეისბუქის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.