loader

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ჩინეთის 4 მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ჩინეთის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ჩინეთის ოთხი მოქალაქე დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული ბრალდებით თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ჩინური მასაჟის 4 სალონის დროებითი მფლობელები არიან აყვანილები.

"თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ჩინური მასაჟის 4 სალონის დროებითი მფლობელები, ჩინეთის მოქალაქეები: 1960 წელს დაბადებული გუიმინ ვ., 1985 წელს დაბადებული ვეიიი წ, 1982 წელს დაბადებული ჩენ ვ. და 1963 წელს დაბადებული იან ს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ პირებს ჩინური მასაჟის სალონი დაქირავებული ჰქონდათ და გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა ოთხივე სალონში მომუშავე 40 ჩინელი ქალბატონი მოწმის სახით დაკითხეს", - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).