loader

თვალისჩინივით უნდა შევინახოთ ჩვენი ეროვნება, ენა, მართლმადიდებლობა - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვალისჩინივით უნდა შევინახოთ ჩვენი ეროვნება, ენა, მართლმადიდებლობა - ილია მეორე

საქართველო უფლის კვართის დღესასწაულს - სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლითურთ და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათალიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილ სტუმრებსა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
პატრიარქმა სვეტიცხოვლისა და ქართული ეროვნული ფასეულობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.