loader

წერეთლის გამზირზე პატრულმა უკანონო იარაღი ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წერეთლის გამზირზე პატრულმა უკანონო იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

სამართალდამცველებმა "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანა წერეთლის გამზირზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს, რომელსაც 1988 წელს დაბადებული გიორგი გ. მართავდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლის ქმედება საეჭვოდ მიიჩნიეს და მას ავტომანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს. მანქანიდან გადმოსულმა გიორგი გ-მ საეჭვო ნივთი ქუჩაში გადააგდო.

სამართალდამცველებმა ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად "ვალტერის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).