loader

"70 დღეა შვილს ველოდები" - დაკარგული დარეჯან დიასამიძის ახლობლებმა ქუჩა გადაკეტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"70 დღეა შვილს ველოდები" - დაკარგული დარეჯან დიასამიძის ახლობლებმა ქუჩა გადაკეტეს

დაკარგული დარეჯან დიასამიძის ახლობლები და მშობლები პოლიციას, პროკურატურასა და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარედ, დაკარგული გოგონას ახლობლებს გზა 15 წუთის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი, რის გამოც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

დაკარგული გოგონას დედა ლამზირა დიასამიძე საქართველოს მოსახლეობას დახმარებას სთხოვს. "ხალხო, გაიღვიძეთ. ასეთი მთავრობის ხელში მხოლოდ ჩემი შვილი არა, მთელი საქართველოს შვილები საფრთხეშია", - აღნიშნა დაკარგულის დედამ.

დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს გაუჩინარდა.