loader

"დღე და ღამე თავი გავწირე და მოდით არჩევნებზე" - ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღე და ღამე თავი გავწირე და მოდით არჩევნებზე" - ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხაზს უსვამს, რომ დარწმუნებულია ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერაში. ამასთან, დასძენს, რომ მისთვის იდეალური იქნებოდა, თუ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი 65 პროცენტს მიიღებს. საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვების შანსებზე პრემიერმა გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის გიორგი თევდორაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში რაც მეტი იქნება ხმები, მეტი ექნება ენთუზიაზმიც.

"70 პროცენტი ჩვენი მხარდამჭერია, ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს. თუმცა, თუ ვიღაცა იზარმაცებს, ფიქრობს, მერე რა, მივალ-არ მივალ მაინც გამარჯვებულია მარგველაშვილიო, ჩვენ შეიძლება მივიღოთ 51-55 პროცენტი. რა თქმა უნდა, მექნება იმედგაცრუება. ავადმყოფობის უფლებას არ ვაძლევდი თავს ორი წელი, დღე და ღამე თავი გავწირე და მოდით არჩევნებზე, რომ რწმუნებულება მეტი გვქონდეს" - დასძინა ივანიშვილმა.