loader

გლდანის სასტუმროში პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის ორი ქალი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანის სასტუმროში პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის ორი ქალი დააკავეს

თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქერჩის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "შემოიხედეს" ადმინისტრატორები - 1972 წელს დაბადებული ირინე ბ. და 1970 წელს დაბადებული ფატმან ნ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე