loader

"მოისვენე, თორემ მოგასვენებ" - მარგველაშვილი-თარგამაძის შელაპარაკება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოისვენე, თორემ მოგასვენებ" - მარგველაშვილი-თარგამაძის შელაპარაკება

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკური დებატებისას შელაპარაკება მოხდა გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი თარგამაძეს შორის.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა სახელისუფლებო კანდიდატს დაუსვა კითხვა, დაუჭერს თუ არა მხარს საარსებო მინიმუმის ახალი წესის განსაზღვრას, რომელიც სულ მცირე, 250 ლარი უნდა იყოს; რა ბედი ელის მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების გრძელვადიან მორატორიუმს და დაუჭერს თუ არა მხარს "ქართული ოცნების" კანდიდატი ოჯახის ინსტიტუციურ განსაზღვრებას, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას.

მარგველაშვილმა ამ განცხადებებს პოპულისტური უწოდა, რასაც თარგამაძის რეპლიკა მოჰყვა. მარგველაშვილმა რეპლიკითვე უპასუხა ოპონენტს: "მოისვენეთ, დამაცადეთ. ისედაც რომ გპასუხობ, ეგეც რამეა. მოისვენე, თორემ მოგასვენებ", - მიმართა მარგველაშვილმა თარგამაძეს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე