loader

ქუთაისში ექიმი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში ექიმი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ქუთაისში, რეგიონალური ონკოლოგიური ცენტრის ეზოში 1963 წელს დაბადებული იასონ ჯ. და ამავე ცენტრის ექიმი 1959 წელს დაბადებული დავით ა. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა დავით ა-ს პირადი ჩხრეკისას 5 ამპულა, ხოლო იასონ ჯ-ს ჩხრეკისას 7 ამპულა მორფინი ამოიღეს. ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დავით ა-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის, ხოლო იასონ ჯ-ს ჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).