loader

სამსახურებრივი მანქანების ტიპი და კლასი თანამდებობის მიხედვით განისაზღვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამსახურებრივი მანქანების ტიპი და კლასი თანამდებობის მიხედვით განისაზღვრება

სამსახურებრივი ავტომანქანების შესყიდვის საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შეიქმნა. შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო კომისიის შემადგენლობაში შევლენ მინისტრის მოადგილეები, ასევე, პარლამენტის წევრები. კომისია სახელმწიფო ავტომანქანების შესყიდვის წესს, ასევე, თანამდებობებს და მათთვის შესაბამის ავტომობილებს წლის ბოლომდე განსაზღვრავს.

"თანამდებობის მიხედვით განისაზღვრება ავტომანქანების ტიპი და კლასი; ასევე, ის საკითხი, რომელი თანამდებობის პირებს ეკუთვნით ავტომობილები და კონკრეტულად, რომელი კლასის ავტომობილები. ასევე, განისაზღვრება, რა წესით მოხდება ავტომობილების შესყიდვა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.