loader

"არის ეჭვი, რომ საბოტაჟთან გვაქვს საქმე" - ალასანია ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არის ეჭვი, რომ საბოტაჟთან გვაქვს საქმე" - ალასანია ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებზე

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები შესაძლოა, საბოტაჟს უკავშირდებოდეს. მისივე განმარტებით, მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები მიმდინარეობს არა მის წინააღმდეგ, არამედ ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის.

"ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები ადრეც ყოფილა და ეს ნაკლებად მაღელვებს, მთავარი პრობლემაა ის, რომ მიდის მიზანმიმართული კამპანია ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის, ვგულისხმობ არა ბოლო პერიოდის მოვლენებს, არამედ, ეს ყველაფერი მოდის მაისიდან, როცა დაიწყო ქართული ჯარის და ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების დისკრედიტაცია", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.