loader

პრეზიდენტმა რაბათში მდებარე ღვინის მაღაზიის მფლობელებს ღირსების ორდენები გადასცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტმა რაბათში მდებარე ღვინის მაღაზიის მფლობელებს ღირსების ორდენები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტი რაბათს სტუმრობდა, სადაც გიორგი და სოფიო ნათენაძეების მიერ დაარსებული "მესხური ბრენდით" დაინტერესებდა. ახალგაზრდა ოჯახი, რომელიც მესხური ვაზის უნიკალური ჯიშების მოძიებით და ღვინის წარმოებით არის დაკავებული, რაბათში საკუთარი მაღაზია გახსნა, სადაც მესხური ვაზის ჯიშებისა და ღვინის პროპაგანდას ეწევა. ამჟამად, "მესხური ბრენდი" რაბათის ტერიტორიაზე ერთადერთი მოქმედი მაღაზიაა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნათენაძეებს ენთუზიაზმისთმის და ღირსების ორდენები პირადად გადასცა.

"ეს რაბათი ცარიელი ქვები დარჩება თუ თქვენ არ გააცოცხლებთ. თქვენ, რომ აქ არ იყოთ ამას ყველაფერს აზრი დაეკარგებოდა. რაბათის მშენებლობის ინიციატორი შეიძლება მთავრობა იყოს, მაგრამ სიცოცხლე თქვენ ხართ. ის, რომ თქვენ, დარჩით აქ და გამაგრდით ნიშნავს იმას, რომ სხვებიც ისევ დაბრუნდებიან" - აღნიშნა პრეზიდენტმა საუბრისას.