loader

ეთერ ბერიაშვილი - "საქართველოს დესპანი" რუსულ "ვოისში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეთერ ბერიაშვილი - "საქართველოს დესპანი" რუსულ "ვოისში"

ექიმების ოჯახში გაზრდილი, პროფესიით თავადაც ექიმია, თუმცა სიმღერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეთერ ბერიაშვილს მუსიკა ბაბუამ შეაყვარა. გატაცება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, უარი მთავარ პროფესიაზეც ათქმევინა.

პირველი ნაბიჯი სიღნაღის მუსიკალური სკოლა, წლების შემდეგ კი არაერთი კონკურსი, ფესტივალი და კონცერტი იყო. როგორც თვითონ ამბობს, სირთულეები და გამოწვევები არ აშინებს. ეთერ ბერიაშვილმა 41 წლის ასაკში საკუთარ თავს კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო - რუსული "ვოისი", რომელსაც წარმატებით აბარებს.

23 წლის წინ სამშობლოდან წასული მომღერალი დღეს მოსკოვში მეუღლესთან და პატარა ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. კონკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ერთადერთი სურვილი რჩება: საკუთარ ქვეყანაში მსმენელის წინაშე წარსდგეს და ქართველების გულწრფელი შეფასებები მოისმინოს.

იხილეთ სტატია "კვირის პალიტრის" საიტზე

ასევე იხილეთ: 41 წლის სიღნაღელი მომღერლის ტრიუმფი რუსული Voice-ის შესარჩევ ტურში

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე