loader

ფანჯიკიძის "მარსი" ნარდში და პურის მცხობელი ელჩები - დიპლომატები კახეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფანჯიკიძის "მარსი" ნარდში და პურის მცხობელი ელჩები - დიპლომატები კახეთში

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისთვის თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მდებარე "შუხმანის" ღვინის ქარხანაში კულტურული ტური მოეწყო. ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ესწრებოდნენ.

ელჩებმა "შუხმანის" ღვინის ქარხნის ეზოში მოწყობილი ეთნიკური კუთხე დაათვალიერეს, გაეცნენ, როგორ ზეიმობენ საქართველოში რთველს. ელჩებმა პირადად მიიღეს მონაწილეობა ჩურჩხელის ამოვლებაში, ხინკლის მოხვევასა და თონეში პურის გამოცხობაში. ამ უკანასკნელს წარმატებით გაართვა თავი აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, რასაც ვერ ვიტყვით ყატარის სახელმწიფოს ელჩზე - მუჰამედ ბინ ხამის ნასირ ალ კუვარის ჩაკრული პური თონეში ჩავარდა.

პურის გამოცხობა და ხინკლის მოხვევა საგარეო საქმეთა მინისტრმაც სცადა, თუმცა მისთვის უფრო წარმატებული ნარდის ტურნირი აღმოჩნდა - მაია ფანჯიკიძემ ნარდში ჟურნალისტები დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე