loader

უდიდესი ქრისტიანული რელიქვია - ტურინის სუდარის ასლი ახალქალაქში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უდიდესი ქრისტიანული რელიქვია - ტურინის სუდარის ასლი ახალქალაქში

ახალქალაქში, მღვდელმთავრის რეზიდენციასთან, საგანგებოდ აშენებულ ეკვდერში ტურინის სუდარის ასლია დაბრძანებული. უფლის გარდაცვალებიდან მესამე დღეს საფლავზე მისულ მენელსაცხებლე დედებს საფლავში სწორედ ეს სუდარა დახვდათ - ასეთია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ გაკეთებული დასკვნები. სუდარა მთელ მსოფლიოში მეცნიერულად ყველაზე მეტად შესწავლილ ქრისტიანულ რელიქვიად ითვლება.

მეცნიერებისთვის ყველაზე საინტერესო სუდარაზე აღბეჭდილი სისხლის ლაქები აღმოჩნდა. კვლევების დროს ასევე დადგინდა, რომ მაცხოვარს თვალებზე მონეტები ჰქონდა დაფარებული, რომლებზეც ეწერა, რომ მოჭრილი იყო იუდეის პრეფექტის, პონტოელი პილატეს დროს, I საუკუნეში, 29-30-იან წლებში, იმპერატორ ტიბერიუსის მმართველობის დროს.

ტურინის სუდარის ასლი საქართველოში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზის თხოვნით ჩამოაბრძანეს. ქართველმა მიტროპოლიტმა შესაბამისი თხოვნით ტურინის სუდარის კომისიის ხელმძღვანელს, ჯუზეპე გიბერტის მიმართა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კურთხევით, 2010 წელს ტურინის სუდარის ასლი ახალქალაქში, მისთვის სპეციალურად აშენებულ ეკვდერში დააბრძანეს.

ტურინის სუდარად ცნობილ ქსოვილში მაცხოვარი ჯვრიდან გარდმოხსნის შემდეგ იყო შეხვეული. იესო ამ სახით საფლავში არასრული სამი დღე იმყოფებოდა.