loader

უჩა ნანუაშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უჩა ნანუაშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები დაასახელა

ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატთან საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომელიც 12 წევრისაგან შედგება. როგორც პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფს ხელმძღვანელობას და კოორდინაციას თავად გაუწევს.

რაც შეეხება საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს, უჩა ნანუაშვილის გარდა, კომისიაში არიან: სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მორატ ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი.

საბჭოს მიზანი იქნება ლაფანყურში განვითარებული მოვლენების თაობაზე ინფორმაციის მოძიება და ფაქტების დოკუმენტირება. საბჭო ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულთა ინტერესების წარმოჩენასა და გამოძიების პროცესის დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობაზე. საბჭო მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შესაბამის მასალებთან ერთად გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს.