loader

ბიძინა ივანიშვილი და "ვოლგა 21" - რამ გაახსენა ბავშვობა პრემიერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი და "ვოლგა 21" - რამ გაახსენა ბავშვობა პრემიერს

22 ოქტომბერს, გერმანულ-ფრანგული ტელეკომპანია arte.tv-ის ეთერში, გერმანელი რეჟისორის, შტეფან ტოლცის დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. "სრული სვლით დასავლეთისკენ - საქართველო მომავლის ძიებაში" - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც რეჟისორმა საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში გადაიღო.

შტეფან ტოლცი აქტიურად აკვირდებოდა ბოლო წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ახალ დოკუმენტურ ფილმში ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს მთავარი შემოქმედები გადაიღო. როგორ გადაიქცა მილიარდერი ქველმოქმედი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად და როგორ ტოვებს 9-წლიანი მმართველობის შემდეგ პოსტს რეფორმატორი პრეზიდენტი - ეს ფილმის მთავარი ხაზია, რომელსაც რეჟისორი თავისი "ვოლგა 21"-ით მოგზაურობისას მიჰყვება.

როგორც arte.tv-ის საიტზე განთავსებული ფოტო და ვიდეომასალით ირკვევა, ტოლცი თავისი "ვოლგა 21"-ით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რამდენიმე მინისტრსა და სასულიერო პირებს ესტუმრა. გთავაზობთ ერთ-ერთ ფრაგმენტს ფილმიდან, სადაც ტოლცი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში იმყოფება.

შტეფან ტოლცი გერმანელი რეჟისორია, რომელიც პირველად 20 წლის წინ აღმოჩნდა საქართველოში. 1990 წელს ჯერ კიდევ სტუდენტი ტოლცი თბილისში, თეატრალურ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით მოხვდა. სწორედ აქედან იწყება მისი სიყვარული საქართველოს მიმართ. რეჟისორი ბევრს მოგზაურობს კავკასიის რეგიონში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და წლების მანძილზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.