loader

"ოცნებას" აწყობს ოპოზიცია, რომელსაც თავში "წამოარტყამს" - ნანა დევდარიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოცნებას" აწყობს ოპოზიცია, რომელსაც თავში "წამოარტყამს" - ნანა დევდარიანი

ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემაში "რატომ?" გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, "ოცნებას" აწყობს დისკრედიტირებული და უავტორიტეტო ოპოზიცია, რომელსაც ყოველთვის "წამოარტყამს თავში" და შეახსენებს, თუ რას სჩადიოდნენ ცხრა წელი. მეორე მხრივ, "ნაციონალებისთვის" კომფორტულია ვითარება, როცა სრულიად შეუსაბამოდ აქვთ მანდატების 40 პროცენტი.

"არცერთს არ აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ, რომ "ოცნების" და "ნაციონალების" დიდ ნაწილს ეჭვიც არ ეპარება, რომ პარლამენტში ვეღარ შევლენ" - დასძინა დევდარიანმა.

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ასევე ვარაუდობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გარდაუვალი იქნება. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ არჩევნებში შედეგების გაყალბების საშიშროებაც არსებობს.

იხილეთ გადაცემა "რატომ?"