loader

პოლიციელებმა სათამაშო იარაღის გამო 13 წლის ბიჭი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციელებმა სათამაშო იარაღის გამო 13 წლის ბიჭი მოკლეს

კალიფორნიაში პოლიციის თანამშრომლებმა 13 წლის ბიჭი მოკლეს. შემთხვევა სანტა როზაში მოხდა. ენდი ლოპესი, რომელსაც ხელში აკ-47 ტიპის სათამაშო ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა, საღამოს სახლში ბრუნდებოდა. ამ დროს ქუჩაზე პოლიციელები გამოჩნდნენ, რომლებმაც ბიჭი შეამჩნიეს. პოლიციამ რატომღაც ჩათვალა, რომ მას ნამდვილი ავტომატი ეჭირა და ორჯერ უბრძანეს დანებება, შემდეგ კი მისი მისამართით სამჯერ გაისროლეს.

როგორც აღმოჩნდა, ლოპესს სათამაშო ავტომატი ეჭირა და ჯიბეებშიც პლასტმასის პისტოლეტები ეწყო. პოლიციელები შეეცადნენ, ბიჭისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინათ, თუმცა ამაოდ - მოზარდი სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევას უკვე იძიებენ. რაც შეეხება ოფიცრებს, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

რამდენიმე დღის წინ ნევადაში 12 წლის ბიჭმა სკოლაში ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად ერთი მასწავლებელი დაიღუპა, დაიჭრა ორი მოზარდი. თავდამსხმელმა მოგვიანებით თავი მოიკლა. სავარაუდოდ, სწორედ ამ შემთხვევის გამო კალიფორნიის პოლიციამ 13 წლის ენდი ლოპესი ბოროტმოქმედად მიიჩნია და მოკლა.