loader

გიორგი კვირიკაშვილმა და დავით ნარმანიამ ქობულეთის შემოვლითი გზა გახსნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი კვირიკაშვილმა და დავით ნარმანიამ ქობულეთის შემოვლითი გზა გახსნეს

ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქობულეთის შემოვლითი გზა გახსნეს.

ქობულეთის შემოვლითი გზა ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილია, რომელიც თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მოძრაობას კომფორტულს ხდის.

როგორც არჩილ ხაბაძემ განმარტა, ყოველდღიურად სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტზე 1000-მდე სატვირთო მანქანა, ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი გადაადგილდება, აღნიშნული გზა კი მოძრაობას განტვირთავს.

"პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო 13 წყალგამტარი მილი, აშენდა 14 სახიდე გადასასვლელი და 3 მიწისქვეშა გადასასვლელი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.