loader

ფანი არდანი ქართველ თაყვანისმცემლებს მარჯანიშვილის თეატრში შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფანი არდანი ქართველ თაყვანისმცემლებს მარჯანიშვილის თეატრში შეხვდა

ფრანგული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი ფანი არდანი თბილისს ეწვია. ჟურნალისტებთან და კინოცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მარჯანიშვილის თეატრში მსახიობს სტუდენტებისთვის მასტერკლასი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა თაყვანისმცემელთა სიმრავლის გამო გეგმები შეიცვალა და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ფანი: "მე თეატრის მსახიობი ვარ. თეატრი ჩემი სახლია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი შეხვედრაც ამ სახლში იმართება. საქართველოს შესახებ მაშინ შევიტყვე, როდესაც მედეას როლი შევასრულე. მას მერე გავეცანი რუსეთის უახლეს ისტორიას - წითელ რევოლუციას. როდესაც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა აქ ჩამოსვლა შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი, თან ჩემი ფილმის პრემიერაც თბილისში გაიმართება".

ფანი არდანი თბილისს კინორეჟისორის ამპლუაში ეწვია. კინოთეატრ "რუსთაველში" მისი ფილმის, "აკვიატებული რითმების " მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

ასევე იხილეთ: ფრანგული კინოს ვარსკვლავი ფანი არდანი თბილისში