loader

თბილისში ავსტრიის დღე აღინიშნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ავსტრიის დღე აღინიშნა

ავსტრიის მთავრობამ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ავსტრიის დღე აღნიშნა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობა გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ალექსი პეტრიაშვილი, ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი, ავსტრიის საპატიო კონსული ევა ბერგერი და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები დაესწრნენ.

როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ავსტრიის განვითარების სააგენტო სხვადასხვა საკითხზე საქართველოში 2006 წლიდან ახორციელებს პროექტებს. კერძოდ - ტურიზმის ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის განვითარების საკითხებში. ასევე, ეს სფეროები კვლავაც განვითარდება და მათ დაემატება კიდევ ახალი სფეროები. კერძოდ, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ენერგეტიკა და სხვა სფეროები. მაია ფანჯიკიძის თქმით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის გახნა საქართველოში კიდევ უფრო განავითარებს საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს.