loader

"მოვედი შვილთან ერთად და გავაკეთე არჩევანი საქართველოს წინსვლისთვის" - გიორგი მარგველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვედი შვილთან ერთად და გავაკეთე არჩევანი საქართველოს წინსვლისთვის" - გიორგი მარგველაშვილი

"მე მოვედი ჩემს შვილთან ერთად და გავაკეთე არჩევანი საქართველოს წინსვლისთვის" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ბედნიერია, რადგან იმ სკოლაში გახსნილ უბანში მისცა ხმა, სადაც მისი დიდედა 60 წლის განმავლობაში ასწავლიდა. ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა რომ მისი შვილი ანა წელს პირველად აძლევს ხმას.

მისივე თქმით, საბოლოოდ მოხდება დემოკრატიის კონსოლიდაცია, იმ კურსის კონსოლიდაცია, რომელიც საქართველოს ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ აქცევს.