loader

აჭარის მთავრობის ახლანდელი და ყოფილი ხელმძღვანელები საარჩევნო უბანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის მთავრობის ახლანდელი და ყოფილი ხელმძღვანელები საარჩევნო უბანზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ არჩევანი ბათუმის #38 უბანზე მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემაც. ვარშალომიძე ბათუმის #8 უბანზე იმყოფებოდა.

როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხმა ქვეყნის განვითარებას მისცა. ვარშალომიძემ განმარტა, რომ არჩევნები კარგად მიმდინარეობს.