loader

ნინო ბურჯანაძემ არჩევანი ბადრი ბიწაძესთან და შვილებთან ერთად გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო ბურჯანაძემ არჩევანი ბადრი ბიწაძესთან და შვილებთან ერთად გააკეთა

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ საკუთარი არჩევანი ოჯახის წევრებთან ერთად გააკეთა. ნინო ბურჯანაძე მე-3 ოლქის მე-2 უბანში მეუღლესთან, ბადრი ბიწაძესთან და შვილებთან ერთად მივიდა.

როგორც ხმის მიცემის შემდეგ ბურჯანაძემ განაცხადა, მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, იმედევნობს, რომ საბოლოოდ არჩევნები მშვიდად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდება, იქნება მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევები, რომელიც არ შეცვლის არჩევნების რეალურ შედეგებს.

მისივე თქმით, მოლოდიანია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და დემოკრატიულად, ასეთ შემთხვევაში კი, როგორც ბურჯანაძე აცხადებს, დარწმუნებულია არჩევენების შედეგებში.