loader

"შე სისხლიანო, შე პრეზიდენტო!" - სააკაშვილს ახალგაზრდების ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შე სისხლიანო, შე პრეზიდენტო!" - სააკაშვილს ახალგაზრდების ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა

N19 საარჩევნო უბანთან მიხეილ სააკაშვილის მისვლას ახალგაზრდების ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციით დახვდა. როგორც ისინი აცხადებენ, დღეს საქართველოში ზეიმის დღეა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ 9-წლიანი მმართველობის ეპოქა საბოლოოდ სრულდება.
მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომლის დროსაც ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ და რომლის მმართველობაც დიქტატორული იყო.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ყველას ფილარმონიასთან შეკრებისკენ მოუწოდეს, ვინც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას მიესალმება. მათი განმარტებით, ერთად უნდა აღნიშნონ დღევანდელი საზეიმო დღე.