loader

"ბურჯანაძის პოლიტიკაში დაბრუნებამ დაადასტურა, რომ საზოგადოებას მახსოვრობა არ აქვს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბურჯანაძის პოლიტიკაში დაბრუნებამ დაადასტურა, რომ საზოგადოებას მახსოვრობა არ აქვს"

რომელი პარტია გააგრძელებს თამაშს პოლიტიკურ მოედანზე - ამ თემასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემაში "რატომ?" ისაუბრა და ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა.

"ყველაზე საკვირველი ჩემთვის ნინო ბურჯანაძის პოლიტიკაში დაბრუნება იყო. ამან უკვე აჩვენა, რომ საზოგადოებას მახსოვრობა არ აქვს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას იმდენად ცუდი სახელი აქვს დღეს, ამაზე უარესი ვეღარ ექნება" - აღნიშნა გამზარდიამ.

გამზარდია აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა ამომრჩეველთა ნახევარმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, ხოლო მეორე, მესამე ადგილებზე გასული ადამიანების პოლიტიკური ჯგუფები კიდევ უფრო პარადოქსულია, ეს სხვა დანარჩენს  მეტ სივრცეს აძლევს. "უფრო მეტიც, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ სააკაშვილისთვისაც არ დასრულებულა პროცესი" - დასძენს გამზარდია.

იხილეთ გადაცემა "რატომ?" სრულად