loader

ორი კლინიკის გაერთიანების ერთი წელი მედიკოსებმა პომპეზურად აღნიშნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი კლინიკის გაერთიანების ერთი წელი მედიკოსებმა პომპეზურად აღნიშნეს

ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის კლინიკისა და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გაერთიანებიდან 1 წელი თანამშრომლებმა პომპეზურად აღნიშნეს.

სამსახურში მისულ მედიკოსებს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ სურგულაძემ ფოიერვერკი, შამპანურები და ორი ტორტი დაახვედრა, რომელიც სიმბოლურად ორ კლინიკას წარმოადგენდა. მედიკოსებმა ტორტები გააერთიანეს და ერთმანეთს პროფესიული წარმატებები უსურვეს.