loader

"ერთი მასალით ხართ ყველა გაკეთებული" - "ოცნების" დეპუტატი "ნაციონალ" კოლეგებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი მასალით ხართ ყველა გაკეთებული" - "ოცნების" დეპუტატი "ნაციონალ" კოლეგებს

"რა ერთი მასალით ხართ ყველა გაკეთებული", - ასე მიმართა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრებს.

ნიშნიანიძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოჰაბიტაცია გააპროტესტა და განაცხადა, რომ არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებასთან ერთად, მოსალოცია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასტუმრება.

"მხეცური ინსტინქტებით შეპყრობილი ადამიანის ნაცვლად, ჩვენ პრეზიდენტად ადამიანი ავირჩიეთ", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

ნიშნიანიძე დღეს უმცირესობის წევრების ბრალდებებსაც გამოეხმაურა, მათ შორის, საბიუჯეტო პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

ნიშნიანიძის ამ გამოსვლას შენიშვნებით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მან კოლეგას მიმართა, რომ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას შესაძლებელია პოზიციების ისეთი ტერმინების გარეშე დაფიქსირება, როგორებიცაა "ჰარამჰანა" და "საყვარელი".