loader

რას ნიშნავს ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ნიშნავს ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის

ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემაში "რატომ?" საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ექსპერტმა ლევან ბოძაშვილმა ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"საქართველოს ცოტა ადრე რომ შეესრულებინა ვალდებულებები, მათ შორის, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულება, შეიძლება უკვე ხელმოწერილიც ყოფილიყო ვილნიუსში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება. თავის მხრივ, ასოცირების შეთანხმება არ ნიშნავს წევრობის გარანტიას და არც წევრობის წინაპირობაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციის გზაზე. შეთანხმება ითვალისწინებს ურთიერთობის და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს, სასამართლო სისტემიდან დაწყებული, სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებით დასრულებული" - აღნიშნა ბოძაშვილმა.

იხილეთ გადაცემა სრულად