loader

ისრაელთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა

ისრაელთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გააკეთა, სადაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ამბასადორიალში მიიღო მონაწილეობა.

ამბასადორიალის შემდეგ ივანიშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინთან. სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც ჟურნალისტებს ზეევ ელკინმა განუცხადა, პრინციპული გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მიღებულია, ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკება კი საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გაიმართება.

"ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები. ბატონი პრემიერის ვიზიტის შემდეგ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მრავალ საკითხში. ამიტომაც ბუნებრივია, ქვეყნებს შორის, რომლებსაც ასეთი ახლო ურთიერთობები აქვთ, უვიზო რეჟიმიც იქნება. ვიმედოვნებ, მალე დავასრულებთ შესაბამის ტექნიკურ მოლაპარაკებებს, ხელი მოეწერება შეთანხმებას და საქართველო-ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი იმოქმედებს" - აღნიშნა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.