loader

ირაკლი ღარიბაშვილი და ზეევ ელკინი ისრაელთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მიესალმებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი და ზეევ ელკინი ისრაელთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მიესალმებიან

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინსა და ისრაელის ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი და მასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებს.