loader

საჰარის უდაბნოში წყურვილით 87 ლტოლვილი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საჰარის უდაბნოში წყურვილით 87 ლტოლვილი დაიღუპა

ნიგერიის სამხრეთ ნაწილში, საჰარის უდაბნოში, გაუწყლოებისგან მკვდარი 87 მიგრანტის გვამი აღმოაჩინეს. სამხედროთა თქმით, ლტოლვილები უდაბნოს გადალახვას ორი სატვირთო მანქანის მეშვეობით ცდილობდნენ. თუმცა, მანქანები დაზიანდა. ამის გამო ავტომობილებში მყოფი ადამიანები წყლის საძიებლად ორ ჯგუფად დაიყვნენ. საუბედუროდ, მათ ვერ მოახერხეს წყლის პოვნა. დაღუპულთაგან უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით