loader

სისხლიანი დრამა რუსეთში: 48 წლის ქართველმა ბიზნესმენმა ვალის გამო პარტნიორი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი დრამა რუსეთში: 48 წლის ქართველმა ბიზნესმენმა ვალის გამო პარტნიორი მოკლა

ეკატერინბურგში ტრასაზე მდებარე კაფეში სისხლიანი დრამა გათამაშდა. დაწესებულებაში ერთმანეთს სამი საქმიანი პარტნიორი შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მათ შორის ერთ-ერთი 48 წლის ხვთისო ჩაჩხიანი იყო. ჩაჩხიანმა კომპანიონს ვალის დაბრუნება მოსთხოვა. კამათი იმითი დამთავრდა, რომ ჩაჩხიანმა მოულოდნელად პისტოლეტი ამოიღო და ოპონენტს სამჯერ ესროლა. 50 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

დანაშაულის შემდეგ ჩაჩხიანი ავტომობილ "ტოიოტა ჰაინდლერით" მიიმალა. ეჭვმიტანილზე ფედერალური ძებნაა გამოცხადებული. შემთხვევა კაფეში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო.