loader

ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია განხორციელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია განხორციელდება

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია განხორციელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა უფროსმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, მათ ჰყავთ საკუთარი კვალიფიციური და კომპეტენტური გუნდი და რესტრუქტურიზაციის შემდეგ ადმინისტრაცია ახალი კადრებით დაკომპლექტდება.

რაც შეეხება პრესსპიკერსა და პრესსამსახურთან დაკავშირებულ ინფორმაციას, აბაშიძის განმარტებით, მათ აქვთ კონკრეტული ადამიანებისადმი შეთავაზებები, თუმცა პრესსამსახურის ახალი თანამშრომლების შესახებ ცნობილი ინაუგურაციის შემდეგ გახდება.