loader

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ბავშვთა სოფელ SOS-ის ბენეფიციარი დედებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ბავშვთა სოფელ SOS-ის ბენეფიციარი დედებისთვის

ბავშვთა სოფელ SOS-ის ბენეფიციარმა დედებმა "ბიდისი აკადემიას" ორგანიზებით პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უფასო ტრენინგი გაიარეს. როგორც "ბიდისი აკადემიის" დირექტორმა ნათია შათირიშვილმა განაცხადა, აღნიშნული სოციალური პროექტი "ბიდისი აკადემიას" 7 წლის დაარსების აღნიშვნის ფარგლებში განხორციელდა.

"ოჯახის გაძლიერების პროგრამის" პროექტის დასაქმების კონსულტანტის ლელა მაისურაძის განცხადებით, მსგავსი სოციალური პროექტები მისაბაძი უნდა გახდეს სხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომ ბენეფიციარებს საზოგადოებრივი აქტივობის საშუალება მიეცეთ.

პროექტ "ოჯახის გაძლიერების პროგრამაში" ერთ-ერთმა ბენეფიციარმა "ბიდისი აკადემიისგან" საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი მიიღო, რომელსაც კომპიუტერული პროგრამები უკვე შესწავლილი აქვს და ის ოფის მენეჯერად დასაქმდება.