loader

ამერიკამ გელათის რესტავრაციისთვის 600 ათასი დოლარი გამოყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკამ გელათის რესტავრაციისთვის 600 ათასი დოლარი გამოყო

აშშ გელათის მონასტრის რესტავრაციაში მონაწილეობას აგრძელებს - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის არქიტექტურული რეაბილიტაციის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

პროექტის განხორციელების მიზნით აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამიდან 600 ათასი დოლარი გამოიყო.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, აშშ-მ გარკვეული თანხა აქამდეც გამოყო, რომლის ფარგლებშიც გელათის სამონასტრო კომპლექსის შესწავლითი და შენარჩუნებითი სამუშაოები განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში გელათის ექსტერიერზე ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში ჩატარდება სამუშაოები, შეიცვლება გადახურვა, აღდგება ისტორიული კერამიკული ფილები, მოხდება ქვის კონსერვაცია და დამუშავდება ქვის ზედაპირი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ძეგლზე გაზაფხულიდან დაიწყება. 

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, 2001 წლიდან დღემდე ქართული კულტურის რეაბილიტაციის, დაცვისა და წარმოჩენისათვის თითქმის ერთი მილიონი დოლარი გაიღეს.