loader

"გამარჯვებებისა და დამარცხებების 10 წელი" - ”ევრონიუსის” სიუჟეტი მიხეილ სააკაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამარჯვებებისა და დამარცხებების 10 წელი" - ”ევრონიუსის” სიუჟეტი მიხეილ სააკაშვილზე

"ევრონიუსმა" მიხეილ სააკაშვილის პოსტიდან წასვლას თითქმის ხუთ წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა. სიუჟეტში გაანალიზებულია სააკაშვილის 10 წლიანი მმართველობა ვარდების რევოლუციიდან 31 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით. მიმოიხილავს რა სააკაშვილის პოლიტიკურ-ეკონომიკურ რეფორმებს, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამ რეფორმების პარალელურად პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას შეეცადა, რამაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა გამოიწვია. სიუჟეტის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, თუ როგორ დაეცა მიხეილ სააკაშვილის პოპულარობა მისი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში.

31 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და საქართველოს სამომავლო კურსის შესახებ "ევრონიუსი" პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს გაესაუბრა:

"მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი რამ საქართველოს ისტორიაში არასდროს მომხდარა. აქამდე ყველა ჩვენი პრეზიდენტი ხმათა 85-90%-ს ღებულობდა არჩევნებში, თუმცა, ვერავინ შეძლო საკონსტიტუციო ვადამდე პოსტის შენარჩუნება. ახლა მთავრობაში მოდის ადამიანი, რომელიც ხმათა 62%-ით კმაყოფილდება, მაგრამ მისი ეს გამარჯვება ხალხისთვის უფრო დამაჯერებელია იმ პოლიტიკური მხარდაჭერისა და პროგრამის საფუძველზე, რომელიც მას გააჩნია", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.