loader

"სანამ ასეთ 200 ნაძირალას არ ჩავაწვენ მიწაში, არ გავჩერდებიო" - ელენე თევდორაძე ვანო მერაბიშვილთან საუბარს იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანამ ასეთ 200 ნაძირალას არ ჩავაწვენ მიწაში, არ გავჩერდებიო" - ელენე თევდორაძე ვანო მერაბიშვილთან საუბარს იხსენებს

ტელე-რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ ყოფილი ხელისუფლების სკანდალური საქმეების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და თბილისში სამი ახალგაზრდის დახვრეტის ფაქტი გაიხსენა.

"სამი ახალგაზრდა რომ დახვრიტეს, ალბათ, გახსოვთ ეს ამბავი. ჩემთან მოვიდა თვითმხილველი და მითხრა, რომ სამივე ახალგაზრდა დაჩოქილი ეხვეწებოდა პოლიციას, არ გვესროლოთ, დაგვაპატიმრეთო, მაგრამ ისინი მაინც დახვრიტესო", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.

თევდორაძის თქმით, ამის შესახებ იგი ვანო მერაბიშვილს ესაუბრა და პასუხად შემდეგი სიტყვები მიიღო: სანამ ასეთ 200 ნაძირალას არ ჩავაწვენ მიწაში და თქვენც ზედ არ მიგაყოლებთ, არ გავჩერდებიო. თევდორაძის განმარტებით, მას ეს ხუმრობა ეგონა.

ასევე იხილეთ:
პარადოქსია, რომ პროკურატურა ჯერ სჯიდა და მერე თავად იწყალებდა - ელენე თევდორაძე

იხილეთ გადაცემა "რეზიუმეს" სრული ჩანაწერი