loader

გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

სამართალდამცველებმა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო სურებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია შაშხანის ტიპის "გეკოს" იარაღი, 3 სანადირო თოფი, პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნაგანის ტიპის რევოლვერი და სხვადასხვა ტიპის იარაღის 327 საბრძოლო ვაზნა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).