loader

სვანებმა ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხატზე დაიფიცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სვანებმა ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხატზე დაიფიცეს

სვანეთში, სოფელ ხაიშში ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივები ფიცის დადებას განაგრძობენ. ისინი ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში შეიკრიბნენ და ხატზე კიდევ ერთხელ დაიფიცეს. შეკრებილების რიცხვი 200-ზე მეტს შეადგენდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ფიცს დებენ არა მარტო ხაიშის, არამედ მთელი სვანეთის მცხოვრებლები. ფიცის ტექსტი შემდეგია: "ვფიცავ, არ დავიშურებ ძალ-ღონეს და ჭკუა-გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სოფელი და სასაფლაოები წყალქვეშ არ მოექცეს. ფიცის სინამდვილეს ვადასტურებ ხელმოწერით".

გარდა ადგილობრივებისა, ხაიშში ხუდონჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილობრივებს სოლიდარობას უცხადებენ. მათ შორის იყვნენ ლაშა ჩხარტიშვილი, ნინო ჩხობაძე, გია ხევიაშვილი, მირონ ფირცხელანი და სხვ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან ხუდონჰესის აშენებას. მათივე ინფორმაციით, იყო შეთავაზებები კომპენსაციებზე, თუმცა, კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა. მოსახლეობის თქმით, რა თანხაც არ უნდა შესთავაზონ, ხუდონჰესის მშენებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე